ღვინის ჭეშმარიტო მოყვარულებო (და არა მხოლოდ), მონიშნეთ ჩვენი „შატო ატენი“ აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ქართლის რეგიონში მოგზაურბისას. გორიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თქვენ აღმოაჩენთ ისეთ გარემოს, როგორიც ნამდვილ ხარისხიან ღვინოსა და ჭაჭას ეკადრება - მრავალფეროვანი მარანი, ლამაზი ეზო და უგემრიელესი კერძები ისე მოგაჯადოვებთ, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.„შატო ატენი“ საუკეთესო ადგილია ტურისტებისთვის, სადაც მათ შესთავაზებენ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.„შატო ატენის“ ისტორია 2010 წელს იწყება, როდესაც პირველი ვენახი გავაშენეთ; პირველი კარგი მოსავალი 2015 წელს მივიღეთ; 2016 წელს ჩამოვასხით პირველი ბოთლი ღვინო და გავხსენით სადეგუსტაციო მარანი, სადაც ტურისტებს ვთავაზობთ ექსკურსიას ვენახში, ღვინის წარმოების პროცესისი აღწერას, დეგუსტაციას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და მასტერკლასებს.შატოში ვაწარმოებთ ოთხი სახის ღვინოს: ატენურს, ჩინურს, თავკვერს, ხიდისთაურს და სამი სახის ჭაჭას: კლასიკურს, მუხის კასრში დაძველებულს და ტარხუნაზე დაყენებულს.ღვინო იწარმოება მხოლოდ ყურძნის წვენისაგან, ყოველგვარი დანამატების გარეშე, არ ვიყენებთ საფუარს და ქიმიურ ნივთიერებებს. ღვინო არის გაუფილტრავი და გადის ბუნებრივი დაწმენდის პროცესს, მინიმუმ, 9 თვის განმავლობაში.ჩვენი უპირატესობა ჩენი ვენახი და ღვინის დაყენების საკუთარი ტექნოლოგიაა. ჩვენი ვენახი გაშენებულია ატენის მიკრო ზონაში საუკეთესო ადგილას,ყურძენი საუკეთესო მოდის, შესაბამისად, ღვინოც საუკეთესო დგება.იცით, ჩვენი ღვინო და ჭაჭა ასეთი გემრიელი და ხარისხიანი რატომაა? ჩვენ ვაზისა და ვენახის სიყვარული მამა-პაპამ გადმოგვცა, რასაც მოწიწებით ვუფრთხილდებით და ყოველდღიურად ვშრომობთ საიმისოდ, რომ ვაზის კულტურა ჩვენს რეგიონში, ქართლში, წარმატებით განვითარდეს.გახდით ჩვენი საამაყო საქმის თანაზიარი, ესტუმრეთ ჩვენს შატოს და დააგემოვნეთ ხარისხიანი ღვინო და ჭაჭა ჩვენთან. სასიამოვნო გარემო და გემრიელი კერძები თქვენს აღფრთოვანებს ერთიორად შეუწყობს ხელს.
Country: Georgia (GE)
Platform: Custom Cart
Technologies used: Facebook SDK, Google Adsense, Google Analytics, Google Tag Manager
Contact page: https://chateauateni.ge/menu/contacts
Signup for Free. No Credit Card required.Suitable for marketing agencies, app developers and new business ideas.
No credit card required.